27 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ, ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და გერმანიას საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება აქვთ მიზნად დასახული.

"ბერლინის კედელი – დაყოფის, ომისა და უარყოფის სიმბოლო, 30-ზე მეტი წლის წინ დაეცა. გლობალური მასშტაბის მქონე ამ ისტორიული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ერმა საბოლოოდ მოახერხა მრავალი თაობის გერმანელთა ნანატრი ოცნება აესრულებინა და გერმანია გაეერთიანებინა ერთ, ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად. გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობას, სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას.

გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამ გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც ევროპის უსაფრთხოებას საშიშროება უდგას, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს," – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა.

"ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ფასეულობები და საერთო ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით. დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანურ როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია, კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს," – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები