27 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ემზადება თუ არა რუსეთი წყალქვეშა ხომალდის გამოსაცდელად, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია - რას წერს იტალიური მედია

რუსეთი სავარაუდოდ წყალქვეშა ხომალდ "პოსეიდონის" გამოსაცდელად ემზადება, რომელსაც ბირთვული ცუნამის გამოწვევა შეუძლია - ამის შესახებ NATO-ს დაზვერვამ ალიანსის სარდლობა გააფრთხილა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა "რეპუბლიკა" ავრცელებს.

"რუსეთმა შესაძლოა ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ხომალდ "პოსეიდონის" საცდელი გაშვება "ბელგოროდის" ატომური წყალქვეშა ნავიდან განახორციელოს. საუბარია, ბირთვული ქობინის მქონე 24 მეტრიან აპარატზე, რომლის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა.

"პოსეიდონს" შეუძლია წარმოქმნას რადიოაქტიური ცუნამი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი", - წერს გამოცემა.

წყალქვეშა ნავის ოპერირების სიღრმიდან გამომდინარე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამერიკულმა თანამგზავრებმა "პოსეიდონის" გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღონ.

დღის ამბები