კიბოთი დაავადებული ვლადიმირ პუტინი სულ უფრო თამამი ხდება, მისი საბრძოლო ტაქტიკა კი უფრო გასაიდუმლოებული, - ამის შესახებ კრემლის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინი უკრაინაში ომის პროცესში წარმატების მისაღწევად, სამხედრო მეთაურებთან კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს.
წყაროები ამბობენ, რომ პუტინი, რომელიც მათი ცნობით კიბოთია დაავადებული, კარგავს ყველანაირ კოორდინაციას და მან საკუთარ მრჩეველებთან კონსულტაციები შეწყვიტა.
ეს აჩენს შიშს, რომ რომ არაკომპეტენტურმა ლიდერმა შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი ბირთვული კონფლიქტი, რადგან იგი სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი ხდება.
The Sun იუწყება, რომ მოსკოვის ელიტამ დაკარგა რწმენა თავიანთი ლიდერის მიმართ, რაც მისი დაუდევარი სტრატეგიებით და სულ უფრო უცნაური ქცევით არის გამოწვეული, რადგან ის იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
"არავინ არაფერს არავის უხსნის, კოორდინაციის ნაკლებობა და არეულობაა, პუტინი ყველას სხვადასხვა რამეს ეუბნება.
რას ვაკეთებდით ხარკოვში? არავის აქვს წარმოდგენა - არც პოლიტიკოსებს და არც სამხედროებს. ეს უბრალოდ მოხდა," - ამბობს წყარო.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ პუტინის ლიდერობის სტაბილურობის რყევამ რუსეთში ომისადმი გულწრფელი მხარდაჭერა შეამცირა.
დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი იტანჯება სერიოზული დაავადებებით, მათ შორის მუცლის კიბოთი, პარკინსონის ადრეული სტადიით და შიზოაფექტური აშლილობით.
რუსული დამოუკიდებელი მედია "Proekt" იუწყება, რომ პუტინი როდესაც ოფიციალურ ვიზიტებზე მიდის, მუდმივად არის გარშემორტყმული წამყვანი რუსი მედიკოსებით, მათ შორის სიმსივნის სპეციალისტებით.