27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის "ბათუმის სპორტული ცენტრი"-ს და "ბათუმის ავტოდრომი"-ს  ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ, ბრალდებულმა მეუღლის მიმართ სხვადასხვა დროს ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა,  (სამი ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა." - ნათქვამია განცხადებაში. 




 

დღის ამბები