ერისთავის თეატრი მორიგ თეატრალურ სეზონს ხსნის. სეზონი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლით იხსნება "დაუძახე ბროწეული, პურის თავთავო".
მაყურებლებს თეატრის სამომავლო გეგმებს გააცნობენ, რომელიც ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიმუშავა.
თეატრის ფოიეში ასევე გამოფენილი იქნება რემბრანტის გრავიურების კოლექცია, რომელიც საქართველო- ნიდერლანდების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოიტანეს საქართველოში.