27 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონში ყურძნის გარკვეულ ჯიშებზე სუბსიდიას გასცემს, თუმცა კონკრეტული პირობებით 

მთავრობა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ყურძნის გარკვეულ ჯიშებზე სუბსიდიას გასცემს, თუმცა კონკრეტული პირობებით - გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დამტკიცდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ხვანჭკარის მიკროზონაში მოყვანილი ერთი კილოგრამი ალექსანდროულის და მუნჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას სუბსიდია იქნება ოთხი ლარი, თუმცა ღვინის კომპანიამ სახელმწიფო დახმარების მისაღებად ეს ყურძნის ჯიშები უნდა ჩაიბაროს არა ნაკლებ შვიდ ლარად და უნდა იყიდოს არანაკლებ სამი ტონა.

"დაახლოებით 80% მოსავლის კახეთში უკვე არის გადამუშავებული, დაახლოებით 230 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა, ეს პროცესი გრძელდება.   

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრეულის და მუნჯურეთულის ჯიშის ყურძენზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი პირობებით - ყველა საწარმო, რომელიც მიიღებს მევენახისგან არანაკლებ 3 ტონა აღნიშნული ჯიშის ყურძენს და გადაიხდის არანაკლებ 7 ლარს, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 4 ლარის ოდენობით თანხას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა მევენახემ შეძლოს დააბინაოს მოსავალი, მიიღოს შემოსავალი და ასევე, მეტი სტიმული მივცეთ კერძო სექტორს," - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები