27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა - ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი სააკაშვილთან ამერიკელი ექიმის შესვლის ნებართვას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი დღეს ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა. სააკაშვილის ინტერესების დამცველი ითხოვს, ამერიკელ ექიმს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის ნებართვა მისცენ. მისივე განცხადებით, ნებართვის მისაღებად შეერთებული შტატებისა და უკრაინის საელჩოებთანაც მუშაობენ.

"ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან, უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ თანხმობა, რომ ექიმი კობი შევიდეს და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ჩვენ ყოველდღიურად რაც შეგვიძლია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამის გაკეთება შევძლოთ,"-აცხადებს ადვოკატი მასიმო დი ანჯელო.

დღის ამბები