27 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა "ენბისისთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბირთვული რიტორიკა სახიფათოა და ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინის კონფლიქტის ხასიათს შეცვლის.

"ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატოს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის დახმარებას სამხედრო აღჭურვილობისა და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. და ეს ყოველ დღე ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე," - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები