რუსთავში პირველი თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე რუსთაველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა. საექსპოზიციო ტერიტორია ძირითადად რუსთაველ ხელოვანებს დაეთმობათ.
სივრცე უზრუნველყოფილია უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი საგამოფენო სივრცე, ვიდეო-კამერებით კონტროლდება. სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.