ხერსონის ოლქის ორი დასახლების - არხანგელსკისა და მიროლიუბივკის განთავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა.
განთავისუფლებულია დონეცკის ოლქში, ლიმანის მახლობლად სოფელი ტორსკეც. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში K-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და 40 ოკუპანტი მოკლეს. განადგურდა ასევე ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა.
პარალელურად შეტევებს არ წყვეტენ ოკუპანტებიც. გვიან ღამით დაიბომბა სუმის რეგიონი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. რეგიონის სოფლებში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპორიჟიაზე - განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. არის მსხვერპლი. ინფორმაცია ზუსტდება.