საქართველოს საზღვრებთან რუსეთის მოქალაქეების ნაკადმა იკლო - როგორც PS-ში შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ბოლო დღეებში უკვე კლების ტენდენცია შენარჩუნდა და არა თუ დაუბრუნდა დღიურ მაჩვენებელს, არამედ უფრო შემცირებულია.
"ბოლო დღის მონაცემებს გეტყვით - 4528 რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი 1-ლი ოქტომბრის 10:00 საათიდან 2 ოქტომბრის 10:00 საათამდე და გაზრდილია გასვლის მაჩვენებელი, 5249 პირმა ანუ უფრო მეტმა დატოვა ჩვენი ქვეყნის საზღვარი. ეს ტენდენცია ბოლო დღეებში შენარჩუნებულია," - განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა პროცედურაზე, რასაც რუსეთის მოქალაქეები საზღვრის კვეთის დროს გადიან და განმარტა, რა შემთხვევაში ეუბნებიან მათ საქართველოში შემოშვებაზე უარს :
"ეს არის გაწერილი პროცედურა, რომელსაც თითოეული ოფიცერი იცავს და ზედმიწევნით ასრულებს, ეს გულისხმობს, პირველ რიგში, დოკუმენტაციის შემოწმებას, არის რისკები იმისა, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ იყოს დარღვეული ამ საზღვრის მკვეთი პირების მხრიდან. ასევე, თუ კი არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის იყოს საფრთხის შემცველი ესა თუ ის პირი, მასთან დამატებითი გასაუბრება ტარდება და ბუნებრივია, ამ პროცედურის გავლის შემდეგ ეძლევა კონკრეტულ პირს საზღვრის დატოვების უფლება, თუმცა თუ არის ისეთი კატეგორია, ვინც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ბუნებრივია, მათთვის უარის თქმა ხდება და გაბრუნება საზღვრიდან" - განმარტავს ალექსანდრე დარახველიძე.
რაც შეეხება იმ პირების რაოდენობას, რომლებსაც მესაზღვრეებმა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის ცვალებადი სტატისტიკა, რაც ყოველდღიურად დამოკიდებულია ნაკადებზე:
"დამოკიდებულია იმ პირებზე, ვინც შემოდიან, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს სტატისტიკა ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია, მიმდინარეობს მუშაობა იმიტომ, რომ ეს მუდმივი პროცესი არის, თუმცა საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი იმ ადამიანების, ვისაც უარი ეთქვა, ბუნებრივია ეს შეფარდებით არის შემომსვლელი პირი როცა მეტია შესაბამისად უარის თქმის მაჩვენებელიც იზრდება ამ შემთხვევაში," - განაცხადა ალექსანდე დარახველიძემ.