4 ოქტომბრიდან, ყოველ საღამოს "რუსთავი 2-ის" ეთერში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" ბრუნდება. ახალი მონაწილეები უკვე შეირჩნენ. რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება 16-მა მონაწილემ გადალახა.
შოუს პროდიუსერებმა ახალ მონაწილეებს ბევრი სიახლე მოუმზადეს. მაყურებლისთვის და მონაწილეებისთვის სიურპრიზია ისიც, რომ რეალითი შოუს ახალი წამყვანი პირველი სეზონის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე იქნება. სიახლეა ჟიურის ნაწილშიც.