ცოფისგან მხოლოდ აცრა გვიცავს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი აცრილი გვგონია, მაგრამ ვაქცინა არ მუშაობს, რადგან ვადაგასულია. სახელმწიფო კონტროლმა ამჯერად ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა. შედეგი საგანგაშოა - გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინა, მეორადი შპრიცები და ანტისანიტარია. საგულისხმოა, რომ ცოფი ვირუსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში ათიათასობით ადამიანს კლავს.
დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე შეუქცევადი დაზიანებით მიმდინარეობს და 100-დან 100-ს პროცენტში ფატალურად სრულდება. ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ ვეტერინარები, რომლებსაც ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად პირადი კეთილდღეობა აღელვებთ.
ვადაგასული პრეპარატები, უმაცივროდ შენახული ვაქცინები, უკვე გამოყენებული შპრიცები - "კურიერის" კამერამ" სახელმწიფო კონტროლთან ერთად გადაიღო.