27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
რუსთავში ნიჩბოსნობის ღია პირველობა გაიმართა

რუსთავში, ნიჩბოსნობის ღია პირველობა გაიმართა. ორდღიან ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის სანახაობრივი გაცურვით გაიხსნა.

ტურნირში მონაწილეობა 80-მდე სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებული სპორტსმენები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ალექსანდრე წივწივაძემ დააჯილდოეს.

ღია პირველობის ფარგლებში, სიმბოლურად გაიხსნა ნიჩბოსნობის ახალი ბაზაც, რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით აშენდა.

დღის ამბები