27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ვინ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას - 9 ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნატოს 9 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტები აღნიშნავენ, რომ ისინი არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

დღის ამბები