27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს სად ვიცხოვრებთ, მთავარია რუსეთში არა- როგორი ვითარებაა ლარსზე და რას ამბობენ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანები

ოკუპანტები ოკუპირებულ ქვეყანაში და კილომეტრიანი რიგი ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. მას შემდეგ ,რაც ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეები ომში მიიპატიჟა, რუსეთში გადარჩენის გზებზე ფიქრი დაიწყეს. ვინც მიწვევა არ მიიღო, თავს გაქცევით შველის. გარბიან ყველა მიმართულებით და ერთი - ერთი სწორედ საქართველოა.

წინა დღეებისგან განსხვავებით დღეს, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ფედერაციია შემომსვლელთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა ნაკადი ისევ არ წყდება.

პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები ამბობენ, რომ საზღვრამდე მოსაღწევად რთული გზის გავლა და საათობით საცობში დგომა უწევთ.

ლარსზე მყოფი რუსები აცხადებენ, რომ დაიღალნენ პუტინის რეჟიმით და ომის დასრულება სურთ.

"ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს სად ვიცხვრებთ, მთავარია რუსეთში არა!,"- აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე. 

დღის ამბები