დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - თითქმის 40 - წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვა. რიყის პარკი, ლეღვთახევი, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნები- თბილისობის დღესასწაულზე დაგეგმილმა ღონისძიებებმა მთელი თბილისი მოიცვა.
ადგილების ჩამონათვალი ვრცელია, მრავალფეროვანია ღონისძიებები და აქტივობებიც. ორ დღიანი ზეიმის პირველი დღე გალა კონცერტით დასრულდა, ხვალ კი ტრადიციულად საპატიო თბილისელები დაჯილდოვდბენიან.