პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ჰუმანოიდი რობოტი - ოპტიმუსი წარადგინა. უახლეს პროტოტიპზე, ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანია ტესლა მუშაობს.
რობოტი ოპტიმუსი სილიკონის ველის ღონისძიებაზე მაყურებელთა წინაში სცენაზე თავად გამოვიდა და აუდიტორიას მიესალმა.
მასკის თქმით, რობოტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა გაყიდვაში შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ჩაეშვას.
პრეზენტაციისას მაყურებლებს წარუდგინეს ვიდეოები, სადაც რობტი რწყავს მცენარეებს, ატარებს ყუთებსა და ასრულებს სხვადსახვა მოქმედებებს. კომპანია ტესლას დამფუძნებელი ამბობს, რომ რობოტის ღირებულება 20 000 დოლარამდე იქნება, ხოლო ხელმისაწვდომი 3 დან 5 წელიწადში.