მალიორკა World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, დღესვე ბათუმს ასევე ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქს.