27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ყალბი რეფერენდუმი, რომელიც თავს მოეხვა უკრაინას, არის არალეგალური, დონეცკი უკრაინაა, ლუჰანსკი უკრაინაა, ხერსონი და ზაპოროჟიეც უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი" - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას თავდაცვით ომში და არ აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"უკრაინის 15%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და თავს მოეხვა უკრაინას, აბსოლუტურად ყველა კანონის დარღვევით. ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არცერთ ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ნაწილს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას უარყოს რუსეთის ყველა დაპყრობითი ქმედება.

ეს მიწების ეკუთვნის უკრაინას - დონეცკი უკრაინაა, ლუჰანსკი უკრაინაა, ჰერსონი და ზაპოროჟიეც უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი!

უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ ძალისმიერი დაპყრობა უკრაინის. ეს რჩება რუსეთის აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და არ ცვლის ჩვენს განზრახვას, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას.

ნატო არ არის კონფლიქტის მხარე მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის თავდაცვის ომში. პუტინმა მოახდინა ასობით ჯარისკაცის მობილიზება, ახლა კი უკრაინის ანექსირება. ჯამში ეს ყოველივე წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას. ეს ყველაფერი მიუთითებს არა ძალაზე, არამედ სისუსტეზე, რომ ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც პუტინმა დაგეგმა. პუტინზე არის მთელი პასუხისმგებლობა ამ ომისა და ამ ომის დამთავრებისა,"- აცხადებს სტოლტენბერგი. 

ცნობისთვის, უკრაინამ ნატო-ში შესვლის განაცხადი დღეს გააკეთა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

დღის ამბები