რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მობილიზებულთა ოჯახებს დახმარების მიზნით ცხვრებს ურიგებენ - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"დოჟდის" ინფორმაციით, ტივაში, რეზერვისტების ოჯახებს, რომლებიც მობილიზაციის ფარგლებში გაიწვიეს პირველადი დახმარების ფარგლებში ცხვრებსა და ნახშირს ურიგებენ.
ტუვას სახალხო რესპუბლიკის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებზე, თითო ოჯახზე თითო ცხვარი მოდის. მათ უკვე 91 ცხვარი გაანაწილეს, ერთ-ერთ რაიონში კი ცხვარსა და ნახშირთან ერთად, კარტოფილს და შეშას არიგებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, კვირის ბოლომდე ოჯახებს ფქვილსა და კომბოსტოსაც დაურიგებენ.