27 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
უსაფრთხოების საკითხების დაბალანსება უპირველესია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში - კელი დეგნანი

უსაფრთხოების საკითხების დაბალანსება უპირველესია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში, ამბობს შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანმა კომენტარი რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად ლარსთან შექმნილ ვითარებაზე გააკეთა. 

"რთული საკითხია და თავად მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თუ რა სახის პოლიტიკას განახორციელებს ამ კუთხით. ხედავთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა მიდგომა აქვს გამომდინარე მათი ვითარებიდან და გარემოებებიდან. თავად წყვეტენ თუ რა არის მათთვის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხი და მეორეს მხრივ, მოხდეს მათი მხარდაჭერა, ვინც გამოურბის ომსა და რეპრესიებს რუსეთიდან," - ამბობს კელი დეგნანი.

ამ თემაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი თავად საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

"მსგავსი რამ უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის არ არის. რუსი მამაკაცები გაურბიან ნაწილობრივ მობილიზაციას. ჩვენს წევრ სახელმწიფოებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ და როგორც იცით ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ, ან უკვე გადაწყვიტა, ან პროცესშია შესაბამისი ზომების მიღებისთვის. თუმცა როდესაც საკითხი საქართველოს ეხება ეს რა თქმა უნდა თავად საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია," - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები