27 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
გარემოს დაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვის მინისტრმა, საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. ოთარ შამუგიამ დიპლომატს ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის რეფორმა და ღონისძიება, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განახორციელა. ასევე ვიმსჯელეთ შემდგომში განსახორციელებელ ღონისძიებებზე და რეფორმებზე. ევროკავშირი არის ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

საქართვლოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განვიხილეს.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ საინტერესო შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ მხარს ვუჭერთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე რეფორმირების პროცესს. ვიმედოვნებ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობის შედეგები პოზიტიური იქნება," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები