რუსეთში პროტესტი გრძელდება - ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ციმბირში, 20 ქალი დააკავეს. დემონსტრაციაზე ისმოდა შეძახილები - "არა ომს", "არა გენოციდს".
დაკავებულები ამ დრომდე ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.