27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
მოქმედი დეპუტატი, ადვოკატები, ომბუდსმენის მოქმედი მოადგილე - სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა

სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის ცნობილია რომ მოქმედი დეპუტატი და ადვოკატებიც არიან - კონკურენტების ნაწილმა დღეს ხედვები ერთმანეთს გაუზიარა. დამოუკიდებელი კანდიდატების გარდა, სახალხო დამცველის პოზიციაზე წარდგენილები არიან არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულებიც. მათ შორისაა მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე.

განაცხადების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ პროცესი შესარჩევი კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებით დაკომპლექტებულმა 9-კაციანმა ჯგუფმა კანდიდატები უნდა შეაფასოს. მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და მაღალი კვალიფიკაცია - ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა დაკმაყოფილებაც თითოეული მსურველის შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება.

შესარჩევი კომისიის შემდეგ კანდიდატებზე მსჯელობას დეპუტატები დაიწყებენ. სახალხო დამცველის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერას 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ და სახელისუფლებო გუნდმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმზე გადადის, თუმცა მათ მიერ მხარდაჭერილი ის კანდიდატები იქნება, სავარაუდოდ, ვინც არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი საკანონმდებლო სივრცე იძლევა შესაძლებლობას ახალი სახალხო დამცველი გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და მაქსიმალური ჩართულობით შეირჩეს.

ახალი ომბუდსმენის ასარჩევად პარლამენტს კიდევ 3 თვე აქვს წინ. ახალი სახალხო დამცველი დეკემბრამდე უნდა შეირჩეს.

დღის ამბები