27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სააკაშვილი ლუკაშენკოს: ნიკოლაშკას (შვილს) ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მისამართით განცხადებას აქვეყნებს. სააკაშვილი წერს, რომ ლუკაშენკოს ჯერ კიდევ აქვს სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალება.

"შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდე. თუ აღიარებ აფხაზეთს და განსაკუთრებით, თუ იქნება თქვენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა - მაშინ შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს იქნება დასასრული. 

ნიკოლაშკას სურათები ვნახე, ის ძალიან სიმპათიური. იფიქრე, რომ მას სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა," - წერს სააკაშვილი.

დღის ამბები