27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სტრატეგიას გაასაჯაროვებს - დოკუმენტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სტრატეგიას გაასაჯაროებს. სწორედ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა, ომბუდსმენის მოადგილემ, ოპოზიციის ნაწილმა და უმრავლესობამ.

ოპოზიციის წარმომადგენლების და ომბუდსმენის მოადგილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ძირითადი პუნქტები შეუთანხმებლად რჩება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია სასამართლოს გაძლიერების, მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების და არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

""ქართული ოცნების" გუნდს გვაქვს მომზადებული კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია ის საკითხები, თუ რა როგორ უნდა რეფორმირდეს. აქ საუბარი შეეხება სასამართლო კორპუსის გაძლიერებას, რომ კიდევ უფრო მეტი მოსამართლე იყოს დანიშნული, რათა სასამართლომ შეუფერხებლად განახორციელოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოში ასევე საჭიროა გაიზარდოს მოხელეების რაოდენობა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაზრდა გვიწერია ერთ-ერთ გამოწვევად, რომელიც ასევე საჭიროებს მსჯელობას. ისევე როგორც მაგალითად საბჭოში არამოსამართლე წევრების გამჭვირვალე წესი, რომელიც პრაქტიკით არის ერთგვარად დანერგილი, საჭიროებს ასევე რეგლამენტში გაწერას," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები