27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ტერორისტი ლიდერის აფხაზეთში ჩასვლა ცუდი სიგნალია არამხოლოდ ევროკავშირისთვის არამედ საქართველოსთვისაც - ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ცუდ სიგნალს უწოდებს. მისი თქმით, ეს გზავნილია პირველ რიგში საქართველოსთვის და ასევე დასავლეთისთვის. ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. 

"უნდა ითქვას რომ, ეს ორი ადამიანი პოლიტიკურად იზოლირებული ფიგურები არიან. იზოლირებული პუტინი და ტერორისტი ლუკაშენკო. ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და ჩვენ არ ვაღიარებთ მას. ტერორისტი ლიდერის აფხაზეთში ჩასვლა ცუდი სიგნალია არამხოლოდ ევროკავშირისთვის არამედ საქართველოსთვისაც, რადგან აფხაზეთი მისი ტერიტორიაა. მათ სურთ ძალაუფლების დემონსტრირება და იმის ჩვენება, რომ შეუძლიათ დაემუქრონ სხვა ქვეყანას. ეს გზავნილია პირველ რიგში საქართველოსთვის და ასევე დასავლეთისთვის.“ - ამბობს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

დღის ამბები