27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"უბრალოდ 2 ტურისტი შეხვდა პოლიტიკურ ჯუნგლებში, ეს ჩემთვის პოლიტიკური ცირკია" - ევროპარლამენტის დეპუტატი ლუკაშენკოს ვიზიტზე​

ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ბრიუსელში. ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტს არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე დასავლეთში, ამიტომ მის ქმედებებს პოლიტიკურ ველზე გავლენა არ აქვს. ბრიუსელში კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრას პოლიტიკურ ცირკს უწოდებენ.

"ისინი ვინც სოხუმში ერთმანეთს შეხვდნენ, არაღიარებული ფიგურები არიან. ვის ანაღვლებს ისინი. ვინ არის ლუკაშენკო? ბელარუსის თვითგამიცხადებული პრეზიდენტი. ვინ არის ის კაცი აფხაზეთიდან? ისიც ლუკაშენკოს მსგავსად თვითგამოცხადებულია. ისინი საბჭოთა კავშირის გადმონაშთები არიან. მათ საუბრებს თუ მოუსმენთ, ისინი საბჭოთა წარსულს მისტირიან. არ მგონია, რომ მათ რეგიონში რაიმე პოლიტიკური ცვლილების შეტანა შეუძლიათ. უბრალოდ 2 ტურისტი შეხვდა პოლიტიკურ ჯუნგლებში. სულ ეს არის. ეს ჩემთვის პოლიტიკური ცირკია." - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, პეტრას აუსტრევიჩუსი

დღის ამბები