27 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში მოქმედებდა - ჟოზეფ ბორელი

კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში მოქმედებდა - ამის შესახებ საგარეო საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განცხადა. ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში მიმდინარე რეფერენდუმები დაგმო და სანქციების ახალ პაკეტზე ისაუბრა.

"უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და მასში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები მოხვდებიან. საუბარია 1300-ზე მეტ პირზე, აღნიშნული სია ძირითადად მიმართულია, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში," - განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები