უკრაინა არ და ვერ შეეგუება რუსეთის მცდელობას, მიითვისოს ჩვენი მიწები - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინაცია რუსეთის მიერ ორგანიზებული ყალბი რეფერენდუმებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის საპასუხოდ.
"უკრაინა არ და ვერ შეეგუება რუსეთის მცდელობას, მიითვისოს ჩვენი რომელიმე მიწა. დღეს კი, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია.
რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, შეშინებულია სხვა რუსული განცხადებებით ანექსიის შესახებ, მაშინ ისინი, რუსეთში, ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.