27 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ნედ პრაისის თქმით, აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები