27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
თუ იქნება კონსენსუსი, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი საჭიროა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, თუ არა თქვას ოპოზიციამ, რომ ეს კანონი საჭირო არ არის" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ იქნება კონსენსუსი, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი საჭიროა, უმრავლესობა მზად არის ის მიიღოს. 

"ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი - როდესაც ეს ერთ-ერთ რეკომენდაციად ვნახეთ, ვნახეთ იქვე, რომ უკრაინის მიმართ რეკომენდაციებში ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სწორედ დეოლიგარქიზაციაზე, კერძოდ იმ მხრივ, რომ ის კანონი, რომელიც აქვს უკრაინას, უნდა იქნას სათანადოდ აღსრულებული. შესაბამისად, აქ იგულისხმება, რომ ეს კანონი არის მოწონებული. ჩვენ ავიღეთ ეს უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და გავეცანით ამ მოდელს და  ეს არის შეთავაზება, რომ მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა ფაქტობრივად, რაც მოიძებნა. თუ იქნება კონსენსუსი, რომ ეს კანონი საჭიროა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ , თუ არა თქვას ოპოზიციამ, რომ ეს კანონი საჭირო არ არის. თუ ჩაითვლება, რომ არ არის კანონი საჭირო, ჩვენთვის ის აღიარებაც საკმარისია, რასაც ახლა ვისმენთ, რომ მათ რიგებში არიან ოლიგარქები," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები