27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია, მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას," – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

დღის ამბები