27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
სატრანსპორტო პოლიტიკაში არსებული პრობლემები და მათ მოსაგვარებლად დასახელებული რამდენიმე პროექტი

გზის ყველაზე დიდი საკვანძო მონაკვეთები დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჩაკეტილია - გადაკეტილია კოსტავას ქუჩა, სადაც მთელი დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობს.

შეზღუდულია მოძრაობა ქეთევან დედოფლის გამზირზეც. ჩაკეტილია მეორეხარისხოვანი გზებიც, შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირზე ჩამოსვლა ამ ეტაპზე სრულად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილები შეზღუდულად გადაადგილდებიან ავლაბარშიც, სადაც ცენტრალურ მოედანზე გზის მოწყობა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა მიმდინარეობს, რაიონში ავტომობილები ვერც მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებას ახერხებენ. სწორედ გზების რეაბილიტაცია დასახელდა დედაქალაქში შექმნილი საცობების მიზეზად. 

კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომა სატრანსპორტო პოლიტიკაში არებული პრობლემების მოგვარების საკითხით დაიწყო. 

თბილისში გადაადგილების და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის პრობლემას მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. მარტო გუშინ ​მუნიციპალური ტრანსპორტი 100 ათას მგზავრს ვერ მოემსახურა. დედაქალაქში საცობების გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად ავტომობილების გაზრდილი რაოდენობაც დასახელდა. 

საცობების პრობლემის მოსაგვარებლად დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დასახელდა. გაირკვა, რომ ავტოპარკი ისევ განახლდება და თბილისში დამატებით 18-მეტრიანი ავტობუსები შემოვა, თუმცა ამ პროექტის განხორციელება მას შემდეგ მოხდება, როდესაც ქალაქის მასშტაბით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

დღის ამბები