27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
წალენჯიხა კვლავ საკადრო წმენდის ეპიცენტრია - ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციონერი მერი ისევ სკანდალში ეხვევა

წალენჯიხა ისევ საკადრო წმენდის ეპიცენტრია. გია ხარჩილავამ ბაგა-ბაღების აღმზრდელების ოპტიმიზაცია გადაწყვიტა და სამსახურიდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მუნიციპალიტეტი, რომელსაც მთლიანად ოპოზიცია მართავს, ბოლო დღეებში საკადრო წმენდის ეპიცენტრად იქცა. ბაღის სახლში გაშვებული თანამშრომლები გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

გათავისუფლებულ პედაგოგებს სოლიდარობას ღიად უცხადებენ მშობლები და ბაგა - ბაღის დირექტორების ნაწილიც. ისინი არ მალავენ, რომ წალენჯიხის მერმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია ხარჩილავამ ოპტიმიზაციის საბაბით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს წალენჯიხის მერი. გია ხარჩილავამ განმარტა, რომ ბაღებიდან 36 თანამშრომლის გათავისუფლება თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა.

მხოლოდ დღეს, წალენჯიხის მერიაში გათავისუფლების ბრძანება 17-მდე თანამშრომელს ჩააბარეს. პროცესს უკანონოს უწოდებს პედაგოგთა პროფკავშირი, რომელიც გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

წალენჯიხის მერის სადაო გადაწყვეტილების კანონიერებას მხარეები უკვე სასამართლოში გაარკვევენ. 

დღის ამბები