27 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
კეზერაშვილის ფაქტორის გააქტიურება "ქართული ოცნებისთვის” ოპოზიციის დიდი ნაწილის მხილებაა - მათი თქმით, ამ პროცესებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურ ველზე ე.წ შავი ფული არსებობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუნდის წევრად ასახელებენ და მათ ფინანსურ ურთიერთობაზეც საუბრობენ, ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ”ოპოზიციურ ველზე კეზერაშვილი ბევრ ადამიანს ეხმარება, ზოგადად ოპოზიციასაც ეხმარება და ოპოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს". კონკრეტულად, რა სახის დახმარებაზეა საუბარი და რა იგულისხმება მხარდაჭერაში, ამაზე ხაბეიშვილს აღარ უსაუბრია. 

კეზერაშვილის ფაქტორის გააქტიურება "ქართული ოცნებისთვის” ოპოზიციის დიდი ნაწილის მხილებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ პროცესებმა დაადასტურა მათი ინფორმაცია - ოპოზიციურ ველზე ე.წ შავი ფულის არსებობს შესახებ. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ფინანსებზე დაწყებული განხეთქილება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაშლით დასრულდება.

ყოფილ თავდაცვის მინისტრთან კავშირს და განსაკუთრებით მის ფინანსურ მხარდაჭერას დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვის აფინანსებს კეზერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე დავით კეზერაშვილს რომ სამჯერ შეხვდა, ამას ნიკა მელიაც ადასტურებს. იყო თუ არა ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისად გარკვეული გავლენების მოპოვება, ეს საკითხი უცნობია. 

ნიკა მელია დავით კეზერაშვილს რამდენიმე დღის წინ ღიად დაუპირისპირდა. მელიას მიაჩნია, რომ ყოფილი ძალოვანის ფინანსური რესურსი და გავლენების მოპოვების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია. ახლა ყველა ვინც მოვლენებს აკვირდება ვარაუდობს, რომ დაპირისპირება გამწვავდება და "ნაციონალური მოძრაობა" ბანაკებად დაიყოფა.

 

დღის ამბები