27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ამას გამართლება არ აქვს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან - გიორგი ხელაშვილი

"გამოვთქვამთ შეშფოთებას. ვგმობთ, ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე," - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით. 

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბელარუსის ელჩი საქართველოში და მას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს. 

"ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასოდეს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა, საგანგებო ვითარებაში, ბელარუსის ელჩი საქართველოში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება,  რასაც ახლა ველოდებით. ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი, ჯერჯერობით. რაც შეეხება თავისთავად შედეგებს ამ ვიზიტის, ამას დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას, რამდენადაც მე ვხვდები, ჯერჯერობით მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯს," - განაცხადა ხელაშვილმა.

დღის ამბები