27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება - კახა კალაძე

კახა კალაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ბელორუსის პრეზიდენტმა ოკუპაციის კანონი დაარღვია და ამ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

"აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია," - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ოკუპირებულ რეგიონში ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა. ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს და ასლან ბჟანიას მეგობრობასთან ერთად სერიოზული ურთიერთობებიც დაუანონსა. აღნიშნა, რომ აფხაზეთის შესახებ გუშინ უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. 

 

დღის ამბები