ლადო ალექსი-მესხიშვილის საარქივო მასალა "თიბისი კონცეპტის" სივრეში გამოიფინა. მაკეტები, ჩანახატები, ნახაზები, ფერწეული ტილოები - ექსპოზიცია სწორედ ამ ნამუშევრებს აერთიანებს.
ერთ სივრცეში დამთავლიერებელს შეუძლია ნახოს როგორ იქმნებოდა გასული საუკუნის სხვადასხვა არქიტექტურული შედევრი, მათ შორის სპორტის სასახლე, ფოსტა, ჭადრაკის სასახლე, წყალტუბოს სანატორიუმი. გამოფენაზე წარმოდგენილია ლადო ალექსი-მესხიშვილის ბიოგრაფიული ფილმიც, რომლის ავტორიც ლანა ღოღობერიძეა.