27 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

​უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

​შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნეს მშვიდობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.

დღის ამბები