27 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რადგან მათ არ შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მიმართა

"რუსეთს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ის მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსი დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს.

"უკრაინას სურს მშვიდობა. ევროპას სურს მშვიდობა. მსოფლიოს სურს მშვიდობა. ჩვენ ვნახეთ, ვინ არის ერთადერთი, ვისაც ომი სურს. გაეროს წევრ ყველა ქვეყანას შორის არის მხოლოდ ერთი სუბიექტი, რომელსაც ახლა შეუძლია თქვას, რომ ის ბედნიერია ამ ომით.

ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რადგან მათ არ შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში. არ შეიძლება რუსეთი რჩებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, იმ დროს, როდესაც გენოციდს ახორციელებს და მსოფლიოს რადიაციული კატასტროფისგან ერთი ნაბიჯი აშორებს."- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


დღის ამბები