27 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
შს მინისტრი ირანის, ევროკავშირის და სომხეთის ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრები ახლად დანიშნულ ელჩებთან - ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ირანის, ევროკავშირისა და სომხეთის დიპლომატებთან ცალ-ცალკე გამართა.

მაჰმუდ ადიბს, პაველ ჰერჩინსკის და აშოტ სმბატიანს მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით სფეროში მხარეების შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. გამოითქვა იმედი, რომ ირანთან, ევროკავშირთან და სომხეთთან ეს უერთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღის ამბები