27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
მობილიზაცია რუსეთში და ე.წ რეფერენდუმი ​უკრაინის ტერიტორიაზე - ევროპარლამენტში საგარეო და თავდაცვის კომიტეტების საგანგებო შეხვედრა გაიმართა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება და ე.წ რეფერენდუმი ​უკრაინის ტერიტორიაზე - ეს იყო ევროპარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების საგანგებო შეხვედრის მთავარი საკითხები. დისკუსიაზე, სადაც ევროკომისიის წარმომადგენელი ლუკ დევიენი იყო მიწვეული, იმსჯელეს თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ევროკავშირი.

რუსეთი კრიზისშია, მაგრამ ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უახლოესი დღეები და კვირები თანამდეროვე მსოფლიოს ისტორიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.

ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ომის სწრაფად დასასრულებლად უკრაინა მეტი იარაღით უნდა მომარაგდეს, საზღვრებზე არსებული ვითარება კი ჰუმანიტარულ კატასტროფად არ უნდა იქცეს.

მართალია დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების მიღებას, თუმცა პარალელურად ევროპელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, რომ საზღვრების გადალახვა აგენტურული ქსელების წევრებმაც ვერ შეძლონ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორისაც, სადაც გადაწყდა რომ ევროკომისია აქტიურ მონიტორინგს ჩაატარებს, არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ მესამე ქვეყნის საზღვრებზეც, სადაც ამ წუთებშიც იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები.


დღის ამბები