თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 64 კმ_ში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორიგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 64 კილომეტრში იყო.