27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
აფგან მუხთარლი ადვოკატთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობა

აფგან მუხთარლი ადვოკატთან ერთად პროკურატურაში, თავისი საქმის მასალებს ეცნობა. საქმე ეხება სოსო გოგაშვილის ჩვენებასაც, რომელიც მუხთარლის გატაცების საქმეზე დაიკითხა. ადვოკატის განცხადებით, კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მასალების გაცნობის შემდეგ მოითხოვენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მისი გატაცების საქმეში არაერთი უწყება იყო ჩართული, ის დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. პარალელურად, აფგან მუხთარლი პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრასაც ითხოვს. ის უწყებებს წერილობით ხვალ მიმართავს.

დღის ამბები