საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ 5 ბრიტანელს "აიფონები" გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მებრძოლები უკრაინის აღმოსავლეთში ტყვედ აპრილში ჩავარდნენ, სამშობლოში კი 5 თვის შემდეგ, გასული კვირის ხუთშაბათს დაბრუნდნენ.
აბრამოვიჩმა გათავისუფლებულს "აიფონები" აჩუქა, რათა რუსეთიდან საუდის არაბეთში გადაფრენის დროს ოჯახის წევრებთან კონტაქტის დამყარება შეძლებოდათ.
ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრი ამბობს, რომ საოცარია თუ რამდენი ადამიანი იყო ჩართული მათი ტყვეობიდან დახსნის პროცესში.