სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს რეგიონებშიც. გურიის ადგილობრივი ხელისუფლება გმირულად დაღუპულების საფლავებზე იმყოფებოდა და პატიცი მიაგო მათ ხსოვნას.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ფოთის საკათედრო ტაძარში კი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.