"რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი" - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ დასავლეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს ან საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
"მჯერა, რომ ნატო ამ სიტუაციაშიც პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ხომ ნატოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომაკვდავი უკრაინის ბედი, რომელიც არავის სჭირდება, თუნდაც ის უხვად იყოს მომარაგებული სხვადასხვა იარაღით," - განაცხადა მედვედევმა.