მობილიზაცია არის ღია მცდელობა, მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონეცკში მიმდინარე ბრძოლა, ომის ისტორიაში საკუთარი სამხედროების ყველაზე ცინიკური მკვლელობის სახელით შევა. უკრაინის პირველი პირის თქმით რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს საერთაშორისო ტრიბუნალის პროექტზე მუშაობა, რომლის შესახებაც 30 სახელმწიფოს წარმომადგენელს ამცნეს.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის ომი აშკარა უაზრობაა და ოკუპანტები ნელ-ნელა აქტიურობას კარგავენ, რუსეთის სარდლობას ისინი მაინც სიკვდილამდე მიჰყავს. დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლა, ომის ისტორიაში, დიდი ალბათობით, საკუთარი სამხედროების ყველაზე ცინიკური მკვლელობით შევა.
შეტევებისას ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ აღიაროს, რომ მისი საკუთარი სახელმწიფო ართმევს მას ყველაზე მთავარს – სიცოცხლის უფლებას. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ოცდაათი ქვეყნის ელჩს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პროექტი წარედგინა, რომელიც რუსეთის დასასჯელად იქნება.
ეჭვი არ მეპარება - რომ ტრიბუნალი გაიმართება. ყველა, ვინც ეს კრიმინალური ომი უკრაინის და ევროპაში თავისუფლების წინააღმდეგ გააჩაღა, პასუხს აგებს,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.